„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობა პრეზიდენტს კანდიდატურას არ შესთავაზებს“

უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს.
როგორც მან კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აპოლიტიკური პიროვნება უნდა იყოს.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დასახელდება პრეზიდენტის მხრიდან. მას ეს ჯერ არ გაუმჟღავნებია. ნამდვილად არ ვიცით, ვის წარმოადგენს. უმრავლესობა კანდიდატის შეთავაზებას არ აპირებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მათზე პრეზიდენტთან იყო საუბარი. იცით, რომ გიორგი მარგველაშვილს დავით საგანელიძე შეხვდა. ჩვენი პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური პიროვნება, გამოცდილი, აკადემიური წრიდან, საყოველთაოდ ცნობილი და პატიოსანი კაცი”, – განაცხადა ტყემალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პოლიტსაბჭოს სხდომას, დეპუტატის ინფორმაციით, მასზე საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხო.
“როგორც იცით, იწყება საგაზაფხულო სესია, ამიტომ სამზადისთან და დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები გავიარეთ”, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები