საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

ჟენევის 30-ე რაუნდის შედეგები და 17-18 მარტს დაგეგმილ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.
დავით დონდუამ და ჰერბერტ ზალბერმა აუდიენციისას ხაზგასმით აღნიშნეს ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობა; შეხვედრაზე, უპირველასად, განიხილეს ძალის გამოუყენებლობასთან და დევნილი მოსახლეობის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
“ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების პროექტის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედება, ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების” კვალდაკვალ, შეფასდება, როგორც საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია. ამასთან, აღინიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულებები გაართულებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტულ საკითხებზე პროგრესის მიღწევას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დაადასტურა ფორმატში კონსტრუქციულად მონაწილეობისთვის მზადყოფნა”,-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები