კალაძემ და კვირიკაშვილმა აივარას აბრომავიჩუსთან სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერების უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მან კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა.
უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გადადგმული.
აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველო–უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები იქნება განხილული.
საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე იქნება დასახული კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო–უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტარტეგიული ურთიერთობათა წახალისება.