მინდია ჯანელიძემ ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ IV მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, IV მექანიზირებული ბრიგადისა და საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები