მინდია ჯანელიძე: ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება
ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს ვაზიანში სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სასწავლო ცენტრისთვის ადგილის მოძიების პროცესი და ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება.
“ამჟამად მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.