შუღლის გაღვივების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვერ შეთანხმდა

შუღლის გაღვივების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ხოლო კანონის დამრღვევ მოქალაქეს 1-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ არის სრულყოფილი და ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან. არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს აბსურდულს უწოდებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია. მას მიაჩნია, რომ არსებული ცვლილებების მიხედვით არ ხდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები