ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმაზე იმსჯელეს და პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პერსპექტივები დასახეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ასევე საქართველოში ვიზიტისთვის, რაც უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები