უფლებადამცველი პროკურატურას ვაზაგაშვილის საქმის ტერაქტად გადაკვალიფიცირებას სთხოვს
უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პროკურატურას იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმის ტერაქტად გადაკვალიფიცირებას და მისი შვილის – ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე, ვაზაგაშვილის მკვლელობის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას სთხოვს,- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაგნიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„მოვითხოვთ, ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე დაიკითხოს მაშინდელი შს მინისტრი ან მოადგილეები. როდესაც ასეთი სპეცოპერაცია ტარდება, რაც ვაზაგაშვილის შემთხვევაში მოხდა, ეს ყოველთვის შეთანხმებულია მინისტრთან, ან მის მოადგილეებთან. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულ „ტერაქტს“, აუცილებელია საქმე პროკურატურის მიერ ტერაქტად დროულად გადაკვალიფიცირდეს“,- აღნიშნა გრიგოლ გაგნიძემ.