„პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები გამოჩნდებიან“
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში პარტიის რეორგანიზების აუცილებლობასა და კადრების რეკრუტირების საჭიროებაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სხვა ცვლილებებთან ერთად პარტიაში ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.
„პრობლემები არ ნიშნავს იმას, რომ სუსტები ვართ. „ქართული ოცნება“ დღეისათვის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა. პარტია და მისი ცენტრალური ადმინისტრაცია რეორგანიზებას და ფუნქციურ გაძლიერებას საჭიროებს. ჩვენ ვცდილობთ სტრუქტურის გადალაგებას და ახლი სტრუქტურის შესაბამისად კადრების რეკრუტირებაც საჭირო იქნება. პარტიაში გამოჩნდებიან ახალი სახეებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.