ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოების ჭარბი ნდობა არც ალასანიას და არც მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩუქნიათ

ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საზოგადოებისგან ნდობა აქვს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მან საზოგადოებისგან მოჭარბებული ნდობა საკუთარი შრომით და მოღვაწეობით დაიმსახურა.
„ის, რომ მე საზოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული, ეს არც ალასანიას და არც მარგველაშვილს ჩემთვის არ უჩუქნიათ. საზოგადოების ნდობას, ჩემი შრომით, ჩემი მოღვაწეობით მივაღწიე და საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე. ჩემს წამოსვლას ამით ვამართლებდი, რომ ეს ნდობა ისევ საზოგადოებაზე უნდა განაწილებულიყო. საზოგადოების ნაწილი და წევრი უნდა გავხდე, მთავრობა და ხელისუფლება საზოგადოების ნაწილია. როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ყველაზე მეტად უსუფაშვილი მიკიჟინებდა, რამდენჯერმე ავუხსენი და ამ პროცესებში მაშინ მარგველაშვილთან და ალასანიასთანაც ხშირად ვსაუბრობდი და გამიკეთებია მსგავსი განცხადებები. ეს ნდობა, ზედმეტი ნდობა, რაც მე გამაჩნია საზოგადოებისგან სჯობს,  მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები