დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ კვიციანისთვის ბრალი არ უნდა დაეტოვებინათ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ემზარ კვიციანის გათავისუფლებას მისალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მასთვის არც ბრალი უნდა დაეტოვებინათ.
“კარგია, რომ კვიციანი გარეთაა, თუმცა, რაც სასამართლოზე გამოაცხადეს, არ არის სწორი. მას ბრალი ისევ დაუტოვეს. ამის გასაჩივრება კვიციანს არ შეუძლია, თუმცა, შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას და ის ამას გააკეთებს”, – განუცხადა დავით თევზაძემ ჟურნალისტებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები