მამუკა არეშიძე: დღის წესრიგში სამთავრობო ცვლილებების და საპარლამენტო არჩევნების საკითხი დგას

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, სხვადასხვა სფეროში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთელ რიგ სფეროში ქვეყნის მასშტაბით სრული ქაოსია.
„ქვეყანაში ქაოსია. დღის წესრიგში სამთავრობო ცვლილებებისა და საპარლამენტო არჩევნების საკითხი დგას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად მიღებული იქნება. ქაოსია ყველა სფეროში. უსაფრთხოების სისტემები თავიდან ასაშენებელია, იგივე მდგომარეობაა ეკონომიკაშიც. მორღვეულია სახელისუფლებო ვერტიკალი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები