„ძალიან ცუდია, თუ ვაზაგაშვილის მკვლელმა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეძლო“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
დეპუტატის განმარტებით, ის აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მისი თქმით, თუ ეს ფაქტი სიმართლეა, ცუდია.
„ძალიან ცუდია, თუ ვაზაგაშვილის მკვლელმა შეძლო და ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა, მე ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ამიტომ შევეცდები, დავუკავშირდე და ეს ინფორმაცია გადავამოწმო მამუკა არეშიძესთან, რომელმაც თქვენს პრესკლუბში გააჟღერა ეს ამბავი და დავაზუსტო, რა იცის ამ საკითხის ირგვლივ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა.