„ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ აჯაფსანდალში დაიჩაგრება“
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნობის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენის საკითხს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ექსპერტის შეფასებით, აღმასრულებელი მდივნის პოზიცია ძალიან სპეციფიკურ სამუშაოს გულისხმობს, რასაც ძალიან კარგი პარტიული ორგანიზატორი და ძლიერი ფიგურა სჭირდება.
„ირაკლი კობახიძე წესიერი კაცი ჩანს, თუმცა აღმასრულებელი მდივნის პოზიცია ძალიან სპეციფიკურ სამუშაოს გულისხმობს, ამას ძალიან კარგი პარტიული ორგანიზატორი სჭირდება. ეს პარტია შიგნიდან მეტისმეტად ეკლექტურია და მასში სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანები არიან გაერთანებულნი. ამ ადამიანების მართვას ძლიერი ფიგურა სჭირდება. მე მგონია, რომ ამ ახალგაზრდას არა აქვს ამის გამოცდილება. მაღალია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ აჯაფსანდალში ის დაიჩაგრება. თუმცა ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ მას. ეს ახალგაზრდა ამ საქმისთვის ცოტა მენანება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.