„უახლოეს თვეებში მთავრობისთვის ნდობის საკითხის ხელახლა გამოცხადება საჭირო გახდება“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ რამდენიმე თვეში მთავრობისთვის ნდობის საკითხის ხელახლა გამოცხადება საჭირო გახდება.
როგორც ხუხაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ქვეყანამ ბევრ სფეროში ვერ შეძლო გამოწვევებისთვის ეპასუხა.
„მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია. არა დღეს და ხვალ, მაგრამ უახლოეს თვეებში მთავრობისთვის ნდობის საკითხის ხელახლა გამოცხადება საჭირო გახდება. ამის გარეშე წინ წაწევა გაგვიჭირდება. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გარდა, ყველგან სერიოზული პრობლემებია და ვერცერთ გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს ის პოზიტივი, რომ როდესაც საზოგადოება შეცდომაზე მიუთითებს, ის ამაზე რეაგირებს. ეს ქართული საზოგადოების მონაპოვარია. თუ ცვლილება არ მოხდა, უფრო მწვავე კრიზისი იქნება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები