უჩა ნანუაშვილი: თუ ვაზაგაშვილების საქმეებზე შედეგი არ დაიდება, პროკურატურამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით მალე კონკრეტული შედეგი არ დაიდება, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს საქმის გამოძიებას.
“აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი ძალიან მალე დაიდოს. თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება. თუ არ მოხდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ალბათ, უნდა ვიფიქროთ სხვა მეთოდებზე, მათ შორის თუნდაც დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომიტეტის შექმნის შესახებ”, – აღნიშნა ნანუაშვილმა.