ზვიად ძიძიგური აუშვიცის ბანაკის განთავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ორმოცამდე ქვეყნის ლიდერები:საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო,პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისტავ კომოროვსკი, აგრეთვე იმ ქვეყნების სახელმწიფო ლიდერები, რომელთა მოქალაქეები ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ.
ღონისძება 27 იანვარს ქალაქ კრაკოვში გაიმართება.