ქართველმა მებაჟე-ოფიცრებმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მებაჟე-ოფიცრები დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას, საქართველოს სხვადასხვა გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერები დაესწნენ. მათ შორის 21 მებაჟე კი, მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საბაჟოს ღირსების ორდენი გადასცა. აღნიშნული ღონისძიება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.
„ეს ღონისძიება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მიხარია, რომ ეს ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს საქართველოში. მათ შორის, მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ ჩვენი მებაჟე-ოფიცრების მიერ აღმოჩენილ იქნა 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება. ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ ჩვენი საბაჟო ძალიან მაღალ დონეზე ფუნციონირებს , თუმცა ჩვენ კიდევ და კიდევ ვვითარდებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები