ზაქარია ქუცნაშვილი: ჭიკაიძის ამ ნაბიჯს მივესალმები

როგორც ჩანს, ბატონი ჭიკაიძე გრძნობდა მორალურ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რაც მოხდა და მე მივესალმები მის ამ ნაბიჯს, – ასე შეაფასა შს მინისტრის გადადგომის ფაქტი საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„გარდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც. ჩვენ, ყველა ჩინოსანი, თუ უჩინო ვალდებული ვართ ასეთი დამოკიდებულებით მივუდგეთ საქმეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა  გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
ჭიკაიძის მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები