ბიძინა ივანიშვილი: თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები

თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან მისი და იური ვაზაგაშვილის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მათ დასახეს გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, ივანიშვილი ვაზაგაშვილის გვერდით მაქსიმალურად იქნებოდა.
“მინდა მივუსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან ბევრი გვარიც დაასახელა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის განცხადებებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები ისევ თანამდებობებზე რჩებიან შსს-ში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ დამნაშავეები თანამდებობებზე არიან, ისინი არამარტო ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები