ია მეტრეველი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას აფასებს
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი შს მინისტრობიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც მეტრეველმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, როცა ეს თუ ის თანამდებობის პირი დაკისრებულ მოვალეობას თავს ეფექტურად ვერ ართმევს, მას უნდა ეყოს გამბედაობა და გადადგეს.
“ძალიან დროული და ღირსებული ნაბიჯია. მივესალმები ამ გადაწვეტილებას. ლექსო ჭიკაიძის პიროვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ნამდვილად არ მქონია. მე ვაპროტესტებ იმ ფაქტს, რომ ძალოვან უწყებებში კვლავ მუშაობს ყოფილი ხელისუფლების პერიოდის კრიმინალების ნაწილი. ახალი ხელისუფლება მათდამი ლოიალობით გამოირჩევა და სწორედ ეს ფაქტი იწვევს ჩვენს წუხილს. იმედი მაქვს, რომ დაიწყება “წმენდა“ და იმ კადრებს, რომლებიც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მონაწილეები იყვნენ, დაატოვებინებენ საგამოძიებო უწყებებს. სწორედ ეს ადამიანები უშლიან ხელს გახმაურებული საქმეების გამოძებას“, – განუცხადა “კვირას“ ია მეტრეველმა.
მეტრეველი ხელისუფლებას სამართლიანობის პროცესის აღდგენის გაჭიანურებასა და გახმაურებული საქმეების დაზარალებულების განცხადებების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს.
“იური ვაზაგაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასახელებდა დამნაშავეების გვარებს, ჰქონდა ფოტომასალა, თუმცა მას არ მოუსმინეს და დადგა ის ტრაგიკული შედეგი, რისი მომსწრეებიც გავხდით“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.