მანანა კობახიძე: ხელისუფლებაში არც ერთი წევრისთვის არ არის სკამი მნიშვნელოვანი


„ხელისუფლებაში არც ერთი წევრისთვის არ არის სკამი მნიშვნელოვანი“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მანანა კობახიძე შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობის გადადგომის ფაქტს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მინისტრმა, მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. მე პატივს ვცემ ამ განცხადებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ნამდვილად აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მთავარი ის არ არის, ვინ რომელ სკამს იკავებს. ვთვლი, რომ ხელისუფლებაში არც ერთი წევრისთვის არ არის სკამი მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
ჭიკაიძის მოთხოვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები