ანი მიროტაძე: დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდრე ჭიკაიძეს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრის თანამდებობიდან გადაგომის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
დეპუტატის თქმით, ჭიკაიძე თავისი პრინციპებით თანამდებობაზე მაღლა დადგა.
„ღირესების ამბავია, როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და როდესაც შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, შს მინისტრი იღებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას. მე, პირადად, დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდე ჭიკაიძეს, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამაყი ვარ, რომ ამ ხელისუფლებაში ადამიანებს შეუძლიათ დადგნენ თავისი პრინციპებით თანამდებობებზე მაღლა და, თავისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიროტაძემ.