დავით დარჩიაშვილს ჭიკაიძის გადადგომის მოთხოვნა მის პირად გადაწყვეტილებად არ მიაჩნია

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა მისი პირადი გადაწყვეტილება არ არის.
დარჩიაშვილის თქმით, ხელისუფლება გრძნობს პასუხისმგებლობას იური ვაზაგაშვილის დაღუპვის გამო და სურთ, ვიღაც განტევების ვაცად აქციონ.
“მე ძალიან მეეჭვება, რომ თავად მიეღოს მას გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, უთხრეს. ვინც უთხრა, ეს არის ივანიშვილი-ღარიბაშვილის წრე. შეიძლება ივანიშვილმა ღარიბაშვილს უთხრა და ღარიბაშვილმა -ჭიკაიძეს. რამდენადაც აბსურდული არ უნდა იყოს, აგორებენ კამპანიას, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობა ოპოზიციას დააბრალონ. გრძნობენ, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებაზე მოდის. ახლა უნდათ, რომ ვიღაცა განტევების ვაცად აქციონ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები