დავით ნარმანიამ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ნარმანია დარწმუნებულია, რომ ვაზაგაშვილების საქმეს ნათელი მოეფინება და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
“მოვედი აქ იმისთვის, რომ ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო, მივუსამძიმრო თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა ამ ადამიანზე და მის ოჯახზე, რომელიც ელოდებოდა და დღესაც ელოდება, რომ ყველაფერს დაესმება წერტილი და გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ორ უმძიმეს, უდიდეს დანაშაულში მიიღო მონაწილეობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება და საზოგადოება გაიგებს იმას, თუ ვინ არიან დამნაშავეები და ისინი უმკაცრესად დაისჯებიან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები