დღეიდან 31 იანვრამდე, ქუთაისის ახალ, შემოვლით გზაზე მოძრაობა იზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 31 იანვრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად, ჩაიკეტება.