თავდაცვის სამინისტოს პროფესიული განვითარების ცენტრში „ეფექტური კომუნიკაციების კურსი“ გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტოს პროფესიული განვითარების ცენტრში „ეფექტური კომუნიკაციების კურსი“ გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი მიზნად ისახავს, პროფესიულ საქმიანობაში ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის პრევენციას, არავერბალური „სიგნალების“ ამოცნობასა და სათანადო რეაგირებას შეძლებენ.
კურსის ფარგლებში მსმენელები კრიზისულ სიტუაციაში მოქმედებისა და მოლაპარაკების მართვის უნარ-ჩვევებს გაიღრმავებენ.
სემინარი თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ტრენერი თავდაცვის უწყების თანამშრომელი, ფსიქოლოგი ნინო ჯაფარიძეა, რომელიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს გაუზიარებს. სამდღიანი კურსი თავდაცვის უწყებისა და მასში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი.