ვახტანგ ყოლბაია: არ უნდა მოვექცეთ ისტერიაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მშვიდად და ფრთხილად გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დასავლეთის ქვეყნებთან, რათა პარტნიორმა სახელმწიფოებმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.
„ჩვენ ველოდებოდით. ამაში ახალი არაფერი არ არის, რადგან ეს ეგრეთ წოდებული პროცედურა გრძელდება. მთავარია, ჩვენ საკითხი არ ავიყვანოთ იმ რანგში, რომ მოვექცეთ რაღაც ისტერიაში, რომ რაღაც გაუგონარი ისტერია მივიღეთ,“ – განაცხადა ყოლბაიამ.
გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელს პირისპირ ხვდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე დიმიტრი სანაკოევი და ვახტანგ ყოლბაია პრეზიდენტს ამ მოვლენებზე რეაგირებისათვის მათ რეკომენდაციებსა და ხედვებს გაუზიარებენ. შეგახსენებთ, რუსეთის სათათბირო აფხაზეთთან გაფორმებული, ე.წ. ინტეგრაციისა და ალიანსის ხელშეკრულების რატიფიცირებას დღეს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები