დიმიტრი სანაკოევი: მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ე.წ. ხელშეკრულება ევროპაშიც განიხილონ
გიორგი მარგველაშვილის დიმიტრი სანაკოევთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და ოკუპირებულ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. როგორ შეხვედრის დაწყებამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ ე.წ. ხელშეკრულება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპაშიც იქნას განხილული. “ჩვენ დღეს ვმართავთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მოვამზადოთ წინადადებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ისინი რეკომენდაციის სახით მივაწოდოთ მთავრობას და თავად პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ეს ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ, ჩვენთან, არამედ ევროპასა და გაეროშიც განიხილონ”, – განაცხადა სანაკოევმა. შეხვედრაზე განხილვის თემას აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება წარმოადგენს.