საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯანან ათილგანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ჯანან ათილგანს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კონრად ადენაუერის ფონდთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ამ კონტექსტში ჯანან ათილგანმა გიგი გიგიაძეს ინფორმაცია მიაწოდა მომავალში ფონდის მიერ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიესალმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას, ისევე როგორც სამომავლო ინიციატივებს და ჯანან ათილგანს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.