ექსპერტი: გამოძიებისთვის მთავარია დადგინდეს, რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის მთავარია დადგინდეს, თუ რა პირობებში მოხდა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქება, – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ალთუნაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე და მხოლოდ იმის დადასტურება არის შესაძლებელი, რომ შემთხვევის ადგილზე დისტანციური მართვის თანმხლები მექანიზმი აღმოჩენილი არ არის.
მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მოვიდა მოქმედებაში. მისივე განცხადებით, მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობის შოვნა რთულია, თუმცა შესაძლებელია „შავ ბაზარზე“.
“მისი შოვნა შესაძლებელია „შავ ბაზარზე“ და იგივე თანხა დაჯდება, რაც, მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი”, – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები