ალასანია: ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, მკვლელობის მიზანია, საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას. მისივე თქმით, საზოგადოება ასეთი დანაშაულის გაუხსნელობას ვეღარ აიტანს.
“იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და, გარკვეულწილად, პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას ქვეყანაში. ამიტომ, იმის მიუხედავად, პირადად მე და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ, მართლაც, დაინტერესებულები ვართ, რომ ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს პროკურატურამ სიმართლეს. ამას, მართლაც, შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები