პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სასამართლო რეფორმა 740 000 ლარით დაფინანსდა

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა გაწულ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 740 000 ლარით დაფინანსდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა გასულ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 740 000 ლარით დაფინანსდა.
როგორც პატარაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტისთვის და ყველა ჩვენგანისთვის სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება უმნიშვნელოვანესადაა მიჩნეული.
„ვინაიდან სწორედ მოსამართლეა, რომელზეც დგას მთლიანად სასამართლო ხელისუფლება, შესაბამისი პროექტის ბენეფიციარები სწორედ შესაბამისი ასოციაციებია – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლეთა ასოციაცია და მოსამართლეთა ერთობა”, – განაცხადა პატარაიამ.
მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სამი ძირითადი მიმართულებაა: განათლების დონის ამაღლებით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა, მართლმსაჯულების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების სისტემაში ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაზრდა.
წლიური ანგარიში მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, მის მოადგილესა და ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ, გიორგი აბაშიშვილთან ერთად წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები