პრეზიდენტის ფონდი სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ მიმართულ პროექტებს დააფინანსებს

პრეზიდენტის და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას, ასევე მიმართულია სოციალური ფონის გაუმჯობესებისკენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა.
პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილის შეაფასა. მისი თქმით, გასულ წელს პირველად მოხდა ფონდის სტრუქტურიზება და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროექტი დაფინანსდა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან წლის განმავლობაში გახარჯულ თანხებს, ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა – მილიონ 71 ათასი ლარი (რაც საერთო თანხის 32 პროცენტს შეადგენს), ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით დაიხარჯა. 740 ათასი ლარით დაფინანსდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პროექტები, კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის კი 2014 წელს 450 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარია. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ფონდში არსებული თანხის 75 პროცენტი გაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები