გია ვოლსკი: ვაზაგაშვილის მკვლელობა არა მხოლოდ ოჯახის უბედურებაა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის დროული გამოძიება ქვეყნის სტაბილურობის გადასარჩენად აუცილებელ პირობად მიაჩნია. როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, იგი როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის სასწრაფოდ გამოძიებას გამოწვევად იღებს.
„ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე იყო გაყალბებული ფალსიფიცირებული გამოძიება, ეს არის ის ხელწერა, რომლითაც აქამდე დაგვახსოვრეს თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აბსოლუტურად უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ გამოწვევად უნდა მივიღოთ ეს საქმე.  და, არამარტო იური ვაზაგაშვილი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი და პატივს ვცემდი, რომელიც გადაჰყვა  დარდს და ბოლოს, თავისი შვილის საქმის გამოძიებას და საბოლოოდ სასტიკ დანაშაულს ემსხვერპლა.
ვფიქრობ, რომ ეს არის გამოწვევა, ეს არის უბედურება არამარტო მისი ოჯახის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების.  რასაკვირველია,  სასწრაფო, პროფესიონალური გამოძიებაა საჭირო და ყოველგვარი გადაჭარბაბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს საქმე არის ქვეყნის გადასარჩენი, სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიება.  ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა, იმისა,  რომ მათ სიცოცხლეს და სტაბილორობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები