კახა კალაძე: ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა დაისჯოს
ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. მინისტრი იური ვაზაგაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ, ეს საშინელი დანაშაული უნდა სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, საზოგადოება აღელვებულია და პასუხს ითხოვს. ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება, ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ. სამწუხაროდ, კარგად მესმის თითოეული მოკლულის ოჯახის. ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე. ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე, თორემ ოჯახების ტრაგედიას უკვე არაფერი შველის”, – აცხადებს კალაძე.