ადვოკატი: იური ვაზაგაშვილს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა. იური ვაზაგაშვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ნამდვილად არ დაასრულებდა. მომხდარი უკავშირდება მისი შვილის საქმის გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობდა.
„იურის ბევრი მტრებიც ჰყავდა, ეს ფაქტია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ სამართლიანობის აღდგენა და არ უნდოდათ, რომ „კორტების საქმე“ ობიექტურად გამოძიებულიყო. ჩვენ ვმონაწილეობთ საგამოძიებო მოქმედებებში და ვფიქრობთ, რომ დადგინდება რეალური სურათი, რა მოხდა“, – აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილის საქმის ინტერესების დამცველია. რამდენიმე დღის წინ გაგი მოსიაშვილმა და იური ვაზაგაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტებს ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გააცნეს. იური ვაზაგაშვილი დღეს, კასპის რაიონში შვილის სასაფლაოზე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები