პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა
პანკისის ხეობაში „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც ადგილობრივი მუსულმანები აცხადებენ, ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
როგორც “კვირას“ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა განუცხადა, ამ ფორმით პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უცხადებს მხარდაჭერას.
გუმაშვილის თქმით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები აქციაზე დასწრებას არ გეგმავენ.
უხუცესთა საბჭო მოგვიანებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.