ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.
სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.