ზვიად სიჭინავა სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს – „დამიბრუნეთ ჩემი ორ წელიწად-ნახევარი“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იურისტებთან კონსულტაციას გადის.
როგორც სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა, მას აინტერესებს, თავის დროზე, როდესაც წელიწად – ნახევრის მუშაობის შემდეგ პოსტის დატოვება მოუხდა, რამდენად კანონიერი იყო. სფფ-ს პრეზიდენტი სამართლიანობის აღდგენას და კუთვნილი ორ წელიწად-ნახევრის დაბრუნებას ითხოვს.
“მე რომ მიშვებენ ეს ოპონენტები, სხვა კითხვა მაქვს, ახლა საქართველოში ხომ დადგა სამართლიანობის დრო. წელიწადსა და 6 თვეში რომ გამიშვეს პირველი არჩევნებიდან, დამიბრუნონ ის ორ წელიწად-ნახევარი ახლა, აღადგინონ სამართლიანობა, რა არის ამაში ცუდი? თუ სამართლიანობაზეა ლაპარაკი და თუ ამის აღდგენა გვინდა, დამიბრუნონ ჩემი ორ წელიწად-ნახევარი. ახლა იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს ამ საკითხზე და მაინტერესებს, სამართლიანობა ერთი მხრივ არის თუ ყველასთვის”, – აცხადებს ზვიად სიჭინავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები