პანკისის ხეობაში „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს პანკისის ხეობაში „შარლი ებდოს“  წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივ მუსლიმანებს მიაჩნიათ, რომ ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
როგორც “კვირას“ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა განუცხადა, აქცია სოფელ დუისში 14:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
მისი თქმით, ამ ფორმით პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში “შარლი ებდოს“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უცხადებს მხარდაჭერას.
გუმაშვილის თქმით, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრები აქციაზე დასწრებას არ გეგმავენ.
უხუცესთა საბჭო მოგვიანებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები