გიორგი მარგველაშვილმა მამა ილია კარტოზია “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, “სამოქალაქო თავდადებისათვის” (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.