ჰაკერებმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდი გატეხეს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.
შემთხვევა გუშინ ღამით, 20: 30 წუთზე განხორციელდა. პორტალი www.diaspora.gov.ge ამ დრომდე გათიშულია.
როგორც დიასპორის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მამალაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე სპეციალურმა სამსახურებმა მუშაობა დაიწყეს. “აპარატზე, მართლაც, განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მოვახდინეთ რეაგირება და სოლიდარობის ხელმოწერით შევიტანეთ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებაში. აღნიშნულ ფაქტს ვერაფერს დავუკავშირებთ, რადგანაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო”,- განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები