თამაზ სუხიაშვილის გადმოსვენების საკითხი ორ დღეში გაირკვევა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელის თემურ კერესელიძის განცხადებით, პროცედურების დასაწყებად ოფიციალური წერილის მიღებას ელოდებიან.
დიპლომატიურ მისიას ჯერჯერობით არც საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებისა და არც სამი დაჭრილების შესახებ არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება და ისინი ინფორმაციას დაღუპული თამაზ სუხიაშვილის თანამებრძოლებზე დაყრდნობით ადასტურებენ.
“ჩვენ მის თანამებრძოლს დავუკავშირდით, რომელიც აცხადებს, რომ როგორც კი მოუახლოვდება კიევს, შეგვატყობინებს. დილისთვის უფრო ნათელი გახდება ალბათ სურათი. ჩვენ უკვე ოჯახს დავუკავშირდებით. ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას და გადმოსვენების საკითხი ორ დღეში უნდა გადაწყდეს,” – განაცხადა თემურ კერესელიძემ.