ლევან ვასაძე: რას გახდება მხოლოდ ერთი ღარიბაშვილი დანარჩენ ხუთ შტოსთან
“ბევრ რამ შეიცვალა, მაგრამ საქართველო მაინც უმძიმესი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. შეწყდა ტერორი, მაგრამ გრძელდება საბოტაჟი, ქვეყნის მმრთველობა დანაწევრიანებული და რაც მთავარია, საქართველოს განვითარების იდეოლოგია არ გააჩნია, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს. მისივე განმარტებით, საქართველოში მხოლოდ ევროინტეგრაცია ქვეყნის იდეოლოგია ვერ იქნება და საჭიროა, რომ სახელმწიფოს განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგია გააჩნდეს.
,,ქვეყანაში ბევრ რამ შეიცვალა, მაგრამ საქართველო მაინც უმძიმესი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. შეწყდა ტერორი, მაგრამ გრძელდება საბოტაჟი, ქვეყნის მმრთველობა დანაწევრიანებული და რაც მთავარია, საქართველოს განვითარების იდეოლოგია არ გააჩნია.
მხოლოდ ევროინტეგრაცია ვერ იქნება ქვეყნის იდეოლოგია, რადგან ის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი თეზისია. ნამდვილი იდეოლოგია ქვეყნის ნამდვილი პრობლემების კონკრეტულ გადაწყვეტაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ის არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის პროგრამა, ის უნდა იყოს საერთო სახალხო მიზნების გამომხატველი“,- აცხადებს ვასაძე.
ვასაძის განცხადებითვე, ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს ქვეყანაში არსებული ის არაფორმალური შტოც უშლის, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება.
“თანამედროვე საქართველოში ხელისუფლების ექვსი შტო გვაქვს, სამი ფორმალური და სამი არაფორმალური. ფორმალური შტოებია: პარლამენტი, სასამართლო და მთავრობა. არაფორმალური კი – ზოგიერთი დასავლური ქვეყნის საელჩო, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და მათ კონტროლს ქვეშ მყოფი ქართული ტელევიზიები. არაფორმალური შტო უფრო ძლიერია, რადგან ფორმალურს კარნახობს, რა და როგორ აკეთოს. ასეთ პირობებში ძნელია სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ“,- აღნიშნავს ბიზნესმენი.
ამასთან, ვასაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ექვსი შტოდან საზოგადოების ინტერესებს, მხოლოდ მთავრობა გამოხატავს.
,,გვყავს ახალგაზრდა, ქმედითი პრემიერი, ასევე რამდენიმე მინისტრს გამოვყოფდი. მაგრამ რას გახდება მხოლოდ ერთი ღარიბაშვილი დანარჩენ ხუთ შტოსთან? ეს ხუთი შტო არათუ არაფერს აკეთებს პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ხშირად ინტენსიურად იღვწის მათ გასაღრმავებლად“,-აცხადებს ლევან ვასაძე.