,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ,,სოლიდარობის ფონდში“ შეტანილი განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის დაჯილდოვდა
სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ,,სოლიდარობის ფონდში“ შეტანილი განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის დაჯილდოვდა. კომპანიამ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც გუდაურსა და დიდველზე (ბაკურიანი) გაყიდული აბონემენტებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ,,სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება. დაჯილდოების ცერემონიალს სასტუმრო ,,რადისონში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.
,,საქართველოს სოლიდაროს ფონდი“, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წლის ივნისში დაფუძნდა. “სოლიდარობის ფონდის” საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შემოუერთდა. 7 თვის განმავლობაში სოლიდარობის ფონდში მილიონ შვიდასი ათასი ლარის მობილიზება მოხდა. ამ ხნის განმავლობაში სოლიდური სიმსივნის მქონე 58 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა და მათი ძვირად ღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხერხდა. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა, ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის, განსაკუთრებით ძვირად ღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.
ღონისძიებაზე “სოლიდარობის ფონდმა” 40 მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის ორგანიზაციას განსაკუთრებული წვლილისთვის „სოლიდარობის ჯილდო” გადასცა. ასევე, მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ 43 საჯარო უწყების წარმომადგენლებს, ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს.