მამა ილია კარტოზიას დღეს სვეტიცხოველში გადაასვენებენ

ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ტრაგიკულად დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. დღეს კი ცხედარს სვეტიცხოვლის ტაძარში გადაასვენებენ.
არქიმანდრიტი ილია საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში, მღვდელმთავრებთან ერთად, მამა ილიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა უვნებელი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები