საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას ამოწმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
როგორც “კვირას“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, საკონსულოს არაოფიციალური წყაროებიდან აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ დონეცკის მახლობლად ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. მათივე თქმით, უკრაინული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული. დაჭრილები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები