„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ პროკურატურა დააჯილდოვა
საქართველოს პროკურატურა, 2014 წელს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციების ყველაზე მაღალი მოცულობისთვის დაჯილდოვდა. სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერთიფიკატი პროკურატურის თანამშრომლების სახელით მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მიიღო.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებას. ფონდში თანხის შეტანა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია. “სოლიდარობის ფონდთან” საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს და ფინანსურ დახმარებას უწევს.