“თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი“
თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი – ამის შესხებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
“მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი”, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა ღმერთს საქართველოს გამთლიანება შესთხოვა.
“დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი აიაზმა – წყალკურთხევა შეასრულა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ, ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას სრულდება. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში ლოცვა შესრულდება, ხვალ 10:00 საათზე კი წირვა.